MyLine CMS > ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით
ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით |
ტრენინგ ცენტრი "NB " გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე:
თქვენ შეისწავლით : • ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით . • კომპიუტერული ბუღალტერიას ORIS; INFO; SUPERFIN (არჩევით). • სტაჟირება კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავებით) მსმენელებს გადეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები! ! ! მიღება წარმოებს დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში. კურს უძღვება 10 წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე. თითეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს ერთ საანგარიშგებო წლის განმავლობაში წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით. პირველი თვე. • საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები • ანგარიშთა გეგმა • სალაროსა და ბანკის ოპერაციები • მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები. • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა. • ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა. • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების აღრიცხვა. • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება. • ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა. • იჯარის აღრიცხვა. • წარმოების პროცესის აღრიცხვა .პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, არამატერიალური აქტივების აღრიცხვა • კურსთაშორისი სხვაობების აღრიცხვა. • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება • დროებითი სხვაობების აღრიცხვა • ბალანსის შედგენა კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება: 2-5 კაციან ჯგუფებში - 200 ლარი; ინდივიდუალურად - 300ლარი ლექციების რაოდენობა - 15 ლექცია, ხანგრძლივობა - 1 საათი. ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად! მეორე თვე: კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ი; INFO; SUPERFIN -ბუღალტერიის შესწავლა. • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა. • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა. • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა. • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება. • ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა. • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა. • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება. • მოგება-ზარალის ფორმირება. • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება. • საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა. კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება: 2-5 კაციან ჯგუფებში - 100ლარი; ინდივიდუალურად - 150 ლარი ლექციების რაოდენობა - 10 ლექცია, ხანგრძლივობა - 1 საათი, ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ. მესამე თვე: სტაჟირება კომპანიაში მესამე თვე გათვალისწინებულია მათთვის ვინც გაიარა თეორიული კურსი ფლობს ორისის პროგრამას და სურს ცოდნის გაღმავება პრაქტიკული კუთხით. ასევე დამწყები ბუღალტერთათვის ვისაც აქვს სურვილი გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე ამ სფეროში. პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო. შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას: • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები; • ბანკის ამონაწერის დამუშავება, • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, თბს. ბანკის ინტერნეტბანკიგის მოხმარების შესწავლა. • სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს. • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება. • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე. • ძირითადი საშვალებების ცვეთის გაანგარიშება • დროებითი სხვაობების განხილვა. • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლირი საშემოსავლოს) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას. კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება: 2-5 კაციან ჯგუფებში - 250 ლარი; ინდივიდუალურად - 300 ლარი ლექციების რაოდენობა - 12 ლექცია, ხანგრძლივობა - 1 საათი, ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ. თანხის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ! სრული კურსის გავლის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება! ! ! მთლიანი კურსი ჯგუფურად: 600 ლარი ინდივიდუალურად: 750 ლარი. კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით. ტელეფონები: 272- 87 -87; 214-66-43; 593 73 70 43; ელფოსტა: birchadze12@gmail.com skype:nbcenter.ge ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge უკან | გვერდის ამობეჭდვა |