MyLine CMS > ტურიზმის მენეჯმენტი
ტურიზმის მენეჯმენტი |
ტურიზმის მენეჯმენტის თეორიულ-პრაქტიკული კურსი 1. ტურიზმის არსი- ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, განმარტებები, საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმში. 2. ტურისტული ბიზნესი- ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი. 3. ტურიზმი 21 საუკუნეში- მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები. საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები, საქართველოს ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. 4. ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა- სატრანსპორტო საშუალებები, ატრაქციონები, ანიმაციები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები. 5. ტურისტული პროდუქტი და მომსახურება: 6. ტუროპერატინგი- ექსკურსიების და ტურების და ლაშქრობების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა. 7. გიდი-გიდისთვის საჭირო მასალის მოძიება, გიდის უნარ ჩვევები 8. ავიასერვისი- საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 9. სავიზო მხარდაჭერა- სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა 10. სასტუმრო ინდუსტრია- სასტუმრო მენეჯმენტი, სასტუმროების კლასიფიკაცია, სასტუმროს სერვისი, სასტუმროს პერსონალი და მართვა. 11. ტურიზმის მარკეტინგი- ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, გასაღება. ინტერნეტ მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში, მარკეტინგული კვლევები, სტატისტიკა. 12. ტურისტული კონკურენცია, როგორც საერთაშორისო ისე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე- კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე. 13. მომხმარებელი - ტურიზმის ბისნესში- მომხმარებლის სეგმენტაცია, ტურისტის მიზნები და მოთხოვნილობები. 14. პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში- პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები. 15. ფინანსები და გადასახადები- ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურპროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 16. ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში- ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ტურაგენტებთან და ტურისტებთან. თორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სტაჟირებას გაივლიან ტურისტულ სააგენტო Discover Georgia - ში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი თეორიული ცოდნა და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტურისტული სააგენტოს სამუშაო პროცესში. სტაჟირების მოკლე აღწერა: • ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს მიმართულებებისა და საქმიანობის დეტალური მიმოხილვა. • შიდა ტურის მომზადება. • დამოუკიდებლად ტურის ბიუჯეტირება - ყველა საჭირო კომპონენტის გავლით. • სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები - დაკავშირება და კომპანიის გაცნობა , ხელშეკრულების გაფორმება (მინიმუმ 5 ორგანიზაცია) • ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული სიახლეების გაცნობა, • კომპანიის სახელით ერთერთი სიახლის მომზადება. • ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტურ- ოპერატორების მიმოხილვა. • პაკეტური ტურის ფორმირება. მომზადებული პაკეტური ტურის გაფორმება რეკლამისთვის. პრეზენტაცია ავიაბილეთების ონლაინ ვებ-გვერდების გაცნობა და შესწავლა. • ჯავშნის სისტემები: ავიაბილეთების ცვალებადობის და შესყიდვის გზები. • სავიზო აპლიკაციაზე დამოუკიდებელი მუშაობა. • დამოუკიდებლად 1 ევროპის ქვეყნის შერჩევა და ტურის შეკვრა: (ავიაბილეთი, ტრანსფერი, სასტუმრო, დაზღვევა) • გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა საქართველოში - სუსტი და ძლიერი მხარეები. • ახლო კონტაქტების დამყარება პარტნიორთან და სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვა (დასაქმება, ახალი პროექტები, ინიციატივები და ა.შ) კურსის ხანგრძლივობაა 2,5 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი. სწავლის პროცესში მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ღირებულება: 450 ლარი. 3- 5 კაციან ჯგუფში. ინდივიდუალურად : 600 ლარი . სტაჟირების ღირებულება 150 ლარი. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით. ტელეფონები: 272- 87 -87; 2 14-66-43; 2 93-15-88;593 73 70 43; ელფოსტა: birchadze12@gmail.com skype:nbcenter.ge ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge უკან | გვერდის ამობეჭდვა |