MyLine CMS > გერმანული ენა+Au-Pair პროგრამა. სწავლა და მუშაობა გერმანიაში.

გერმანული ენა+Au-Pair პროგრამა. სწავლა და მუშაობა გერმანიაში.


ტრენინგ ცენტრი "NB" ნებისმიერ მსურველს გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას სხვადასხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სწავლების შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ცენტრში შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ მსმენელმა მშვიდ გარემოში ეფექტურად შეძლოს ცოდნის ათვისება.

გასაუბრების და ტესტის საფუძველზე – სტუდენტის შესაბამის კურსზე ჩარიცხვა.

კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

** მარტივი კომუნიკაცია.
** გრამატიკის სრული კურსი.
** გოეთეს ინსტიტუტის სტანდარტით ნებისმიერი დონის: (A1 - A2 Start Deutsch; B1 - B2 Zertifikat Deutsch; C1 - C2 Wirtschaft Deutsch) სერთიფიკატისთვის მომზადება.
** აბიტურიენტების საგამოცდო პროგრამა.
** საბავშვო პროგრამა (სწავლება თამაშით, გასართობი გაკვეთილები)
** სამედიცინო გერმანული.
** ბიზნეს გერმანული.
** Au-Pair პროგრამა.

მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მსმენელებთან შეთანხმებით.
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

თითო თვის ღირებულება (3-4 კაციან) ჯგუფში: 120ლარი; ინდივიდუალურად - 150ლარი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

Au-Pair სააგენტო და ტრენინგ ცენტრი "NB"


გთავაზობთ დახმარებას ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გამგზავრება გერმანიაში, სადაც დასაქმდებით გერმანულენოვან ოჯახებში (მხოლოდ 18-დან 26 წლამდე გოგონებისათვის). გეძლევათ შანსი, გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურასა და ხალხს, შეისწავლოთ გერმანული ენა ან აიმაღლოთ ენის ცოდნა პრაქტიკით. Au-Pair-ებს ეძლევათ საშუალება, ხელმისაწვდომ ფასებში გაიარონ გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, რაც დაეხმარებათ მომავალი პროფესიული შანსების გაზრდაში. მათთვის ცხოვრება და კვება უფასოა, იღებენ ყოველთვიურად ჯიბის ფულს - მინიმუმ 260 ევროს და ამის სანაცვლოდ ეხმარებიან მასპინძელ ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობასა და სახლის მსუბუქ სამუშაოებში.

Au-Pair-ისთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობები:


** გერმანული ენის მყარი საბაზისო ცოდნა (Start Deutsch-ის სერთიფიკატი)
** ასაკი: 18-დან 26 წლამდე (გერმანია)
** ცნობა იუსტიციის სამინისტროდან და ნასამართლობის შესახებ (ორიგინალი და თარგმანი გერმანულ ენაზე)
** მზადყოფნა უცხო ქვეყნის თავისებურებებთან შეგუებისთვის.

მასპინძელი ოჯახი გთავაზობთ:

1. კვებას სრული რაციონით.
2. საკუთარ ოთახს.
3. ჯანმრთელობის დაზღვევას.
4. გერმანიაში მგზავრობის ბილეთს.
5. ჯიბის ფულს: 260 ევრო.
6. 1,5 დღე თავისუფალი, როგორც წესი, კვირა.
7. სამუშაო საათები: კვირაში: 30 საათი, 6/5, დროის განაწილება – ოჯახთან შეთანხმებით
8. 4 კვირიანი ანაზღაურება და შვებულება.
9. საშუალება გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში.

ყველა მსურველს გაგიწევთ უფასო კონსულტაციებს და მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროგრამასთან დაკავშირებით; დაგეხმარებით დოკუმენტების მომზადებაში (დოკუმენტების თარგმნა, მოსაწვევის მიღება მასპინძელი ოჯახისაგან გერმანული ორგანიზაციის გავლით); დაგეხმარებით გერმანულ ოჯახთან კომუნიკაციაში ელფოსტით, ფაქსით, skype-ით და ა.შ.; ასევე, ვიზირებასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან–საბას ქ. 1/5, ეროვნული ბანკის გვერდით
ტელეფონები: 2 728787, 2 146643, 593 737043
ელფოსტა: birchadze12@gmail.com
Skype: nbcenter.ge
ვებ-გვერდი: http://www.nbcenter.ge



უკან | გვერდის ამობეჭდვა