MyLine CMS > ფარმაცევტთა გადამზადება აფთიაქში სტაჟირება

ფარმაცევტთა გადამზადება აფთიაქში სტაჟირება


ტრენინგ ცენტრი "NB” გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების კურსებს, შემდგომში PSP-ეს; ნარინჯისფერი; 36/6 -ის; ნეოფარმის და წითელი A-ს აფთიაქებში სტაჟირებით.

სამ თვიან კურსებზე ჩაირიცხებიან სამედიცინო განათლებისა და მისი მონათესავე დარგის (ბიოლოგია; ქიმია) კურსდამთავრებულები;
კურსი გათვალისწინებულია მათთვის ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგი შედგება ორი საფეხურისაგან: ლექციური და პრაქტიკული.
1. ლექციური კურსის დროს მსმენელი გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას და ფარმაკოლოგიას კლინიკური ფარმაციით.

2. პრაქტიკული კურსი- მსმენელები სტაჟირებას გაივლიან ავერსის, PSP-ეს; ნეოფარმის; 36/6 და წითელი „ა“-ს აფთიაქებში, სადაც ადგილზე გაეცნობიან წამლებს და შეისწავლიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას. სტაჟიორები შეისწავლიან როგორც აფთიაქის ოპერატორის ისე აფთიაქის მენეჯერის სააფთიაქო პროგრამას. სტაჟირების ხანგრძლივობაა 1 თვე.

ლექციური კურსის თემატიკა
1. ფარმაკოლოგიის საგანი და ამოცანები; ფარმაკოდინამიკა
2. ფარმაცევტული დაწესებულებები: აფთიაქი და მისი სტრუქტურა.
3. ანტიბაქტერიული პრეპარატები. პენიცილინის და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები.
4. მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
5. სულფანილამიდების და ქინოლინების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები.
6. ანტიმიკოზური პრეპარატები
7. ანტივირუსული პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები.
8. ფიპოთენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ის ინჰიბიტორები, დიურეტიკები)
9. გულის დეკომპენსაციის დროს გამოყენებული პრეპარატები. ანტიარითმიული პრეპარატები. გულის იშემიური დაავადების დროს გამოყენებული პრეპარატები. ანტიაგრეგანტები. კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები. რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატები.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ნეიროლეფსიური პრეპარატები. ანტიდეპრესანტები.
ეპილეფსიის და პარკინსონიზმის სამკურნალო პრეპარატები.
ტრანკვილიზატორები და სედატიური სასუალებები. საძილე პრეპარატები.
თავის ტვინის მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები.
მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები.
იმუნოსტიმულატორები. ანტიჰისტამინური პრეპარატები
კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები. საფაღარათო პრეპარატები. მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები.
დისბაქტერიოზის საწინააღმდეგო პრეპარატები. ფერმენტები. ნაღვლმდენი პრეპარატები. ჰეპატოპროტექტორები.
ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკები. არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო პრეპარატები.
ვიტამინები, პოლივიტამინები. მიკროელემენტები.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს გამოყენებული პრეპარატები;
მიომეტრიუმის ტონუსზე მოქმედი პრეპარატები. კონტრაცეპტივები. უნაყოფობის სამკურნალო პრეპარატები;
შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი პრეპარატები. შარდკენჭოვანი დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები.
პროსტატიტის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის სამკურნალო პრეპარატები. პროქტოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები.
კითხვა-პასუხი.
ტესტირება.

მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც აიღებენ სერთიფიკატს, პრაქტიკის ცნობას და სარეკომენდაციო წერილს.
ლექციებს კითხულობენ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები.


საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ქ.თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5
ტელეფონი: 272-87 -87; 593 73 70 43
ფილიალი: ქ.ზუგდიდი. კოსტავას ქ.#40; 577 44 40 55, 568 88 81 19.
თელავი: 599 41 95 62
ბათუმი: 599 41 95 62
ფილიალი: ქ.ქუთაისი. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15. 598 39 48 99;593 36 48 99; კლინიკა ბომონდის შენობაში
ელ-ფოსტა: birchadze12@gmail.com
ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge



უკან | გვერდის ამობეჭდვა