MyLine CMS > ძვირფასი ლითონების ექსპერტიზა სტაჟირებით
ძვირფასი ლითონების ექსპერტიზა სტაჟირებით |
ტრენინგ ცენტრი "NB " გიწვევთ ძვირფასი ლითონების ექსპერტიზის შემსწავლელ კურსებზე: კურსი განკუთვნილია მათვისს ვისაც სურს ბანკებში, მიკროსაფინანსო ან კერძო ლომბარდებში ძვირფასი ლითონების ექსპერტ- შემფასებლად მუშაობა. თეორიული კურსის თემატიკა: 1. ექსპერტ-შემფასებლის ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა. 2. ძვირფასი ლითონები, მათი ფიზიკური და ტექნიკური თვისებები. 3. არაძვირფასი ლითონები, რომლებიც საიუველირო საქმეში გამოიყენებიან, ძვირფასი ლითონების შემცველებად ან მათი გაყალბებისათვის. 4. ოქროს შენადნობების ლიგატურა, სინჯების განსაზღვრა, შემადგენლობა სინჯების მიხედვით. 5. სინჯების თანაფარდობა სხვადასხვა სისტემით 6. დამღა, დამღვის წესები. 7. დასინჯვა, დასინჯვის მეთოდები 8. მოოქროვება და სხვა სახის საფრები 9. მონეტები და ზოდები. ლექციები დაფუძნებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. მსმენელები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სინჯის მქონე ოქროების ამოცნობასა და შემოწმებას. განვლილ მასალაზე მსმენელებს გადაეცემათ თეორიული მასალა. რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ცენტრი 1 კვირიან სტაჟირებაზე გააგზავნის სხვადასხვა ლომბარდებში, სადაც პირადად მიიღებენ მონაწილეობას ძვირფასი ლითონების ექსპერტიზაში. კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ღირებულება: ინდივიდუალურად 300 ლარი 3-5 კაციან ჯგუფში 200 ლარი. მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით. ტელ: 272 87 87; 214-66-43 (საღამოს); 593 73 70 43. ვებ გვერდი:www.nbcenter.ge ი-მეილი: birchadze12@gmail.com უკან | გვერდის ამობეჭდვა |