საუკეთესო საიტი თბილისის შესახებ. თბილისის ბიზნეს რუკა, აფიშა, ინფორმაცია ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ. საიტზე იპოვით საუკეთესო რესორნებს სასტუმროებს და გასართობ ადგილებს თბილისში. თბილისის რესტორნები იპოვეთ რუკაზე და მიიღეთ მათზე სრული ინფორმაცია იპოვეთ თბილსის სკოლები რუკაზე, იხილეთ მათი ფოტოგალერეა და მიიღეთ ინფორმაცია. სად ვიპოვოთ თბილისის საუკეთედო ვებ სტუდიები? ტანსაცმლის მაღაზიები თბილისში, გაიგეთ ფასდაკლებების და აქციების შესახებ. იპოვეთ საუკეთესო მაღაზიები შოპინგისთვის თბილისის რუკაზე. ღამის კლუბები თბილისში თბილისის თეატრები The best site about tbilisi. The business map of Georgia, events calendar, information about sales and suggestions from georgian companies. Find restaurants, schools, shops, hotels on the map of Tbilisi,Georgia. Restaurants in Tbilisi, find the best georgian food places and get information about them. Find best schools on the map of Georgia,Tbilisi.
ფარმაციის კურსები ნეოფარმის, ჯიპისის და ავერსი-ს აფთიაქებში სტაჟირებით მთელი საქართველოს მაშტაბით.

გერმანული ენის კურსები

ტრენინგ ცენტრი "NB" ნებისმიერ მსურველს გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას სხვადასხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სწავლების შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ცენტრში შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ მსმენელმა მშვიდ გარემოში ეფექტურად შეძლოს ცოდნის ათვისება.

გასაუბრების და ტესტის საფუძველზე – სტუდენტის შესაბამის კურსზე ჩარიცხვა.

კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

** მარტივი კომუნიკაცია.
** გრამატიკის სრული კურსი.
** გოეთეს ინსტიტუტის სტანდარტით ნებისმიერი დონის: (A1 - A2 Start Deutsch; B1 - B2 Zertifikat Deutsch; C1 - C2 Wirtschaft Deutsch) სერთიფიკატისთვის მომზადება.
** აბიტურიენტების საგამოცდო პროგრამა.
** საბავშვო პროგრამა (სწავლება თამაშით, გასართობი გაკვეთილები)
** სამედიცინო გერმანული.
** ბიზნეს გერმანული.
** Au-Pair პროგრამა.


მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მსმენელებთან შეთანხმებით.
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.


თითო თვის ღირებულება (3-4 კაციან) ჯგუფში: 100 ლარი; ინდივიდუალურად - 120 ლარი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

Au-Pair სააგენტო და ტრენინგ ცენტრი "NB":


გთავაზობთ დახმარებას ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გამგზავრება გერმანიაში, სადაც დასაქმდებით გერმანულენოვან ოჯახებში (მხოლოდ 18-დან 26 წლამდე გოგონებისათვის). გეძლევათ შანსი, გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურასა და ხალხს, შეისწავლოთ გერმანული ენა ან აიმაღლოთ ენის ცოდნა პრაქტიკით. Au-Pair-ებს ეძლევათ საშუალება, ხელმისაწვდომ ფასებში გაიარონ გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, რაც დაეხმარებათ მომავალი პროფესიული შანსების გაზრდაში. მათთვის ცხოვრება და კვება უფასოა, იღებენ ყოველთვიურად ჯიბის ფულს - მინიმუმ 260 ევროს და ამის სანაცვლოდ ეხმარებიან მასპინძელ ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობასა და სახლის მსუბუქ სამუშაოებში.

Au-Pair-ისთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობები:

** გერმანული ენის მყარი საბაზისო ცოდნა (Start Deutsch-ის სერთიფიკატი)
** ასაკი: 18-დან 26 წლამდე (გერმანია)
** ცნობა იუსტიციის სამინისტროდან და ნასამართლობის შესახებ (ორიგინალი და თარგმანი გერმანულ ენაზე)
** მზადყოფნა უცხო ქვეყნის თავისებურებებთან შეგუებისთვის.

მასპინძელი ოჯახი გთავაზობთ:

1. კვებას სრული რაციონით.
2. საკუთარ ოთახს.
3. ჯანმრთელობის დაზღვევას.
4. გერმანიაში მგზავრობის ბილეთს.
5. ჯიბის ფულს: 260 ევრო.
6. 1,5 დღე თავისუფალი, როგორც წესი, კვირა.
7. სამუშაო საათები: კვირაში: 30 საათი, 6/5, დროის განაწილება – ოჯახთან შეთანხმებით
8. 4 კვირიანი ანაზღაურება და შვებულება.
9. საშუალება გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში.

ყველა მსურველს გაგიწევთ უფასო კონსულტაციებს და მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროგრამასთან დაკავშირებით; დაგეხმარებით დოკუმენტების მომზადებაში (დოკუმენტების თარგმნა, მოსაწვევის მიღება მასპინძელი ოჯახისაგან გერმანული ორგანიზაციის გავლით); დაგეხმარებით გერმანულ ოჯახთან კომუნიკაციაში ელფოსტით, ფაქსით, skype-ით და ა.შ.; ასევე, ვიზირებასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან–საბას ქ. 1/5, ეროვნული ბანკის გვერდით
ტელეფონები: 2 728787, 2 146643, 593 737043
ელფოსტა: birchadze12@gmail.com
Skype: nbcenter.ge
ვებ-გვერდი: http://www.nbcenter.ge

უკან გადასვლა | გვერდის ამობეჭდვა

ok

TOP.GE BOOM.GE