საუკეთესო საიტი თბილისის შესახებ. თბილისის ბიზნეს რუკა, აფიშა, ინფორმაცია ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ. საიტზე იპოვით საუკეთესო რესორნებს სასტუმროებს და გასართობ ადგილებს თბილისში. თბილისის რესტორნები იპოვეთ რუკაზე და მიიღეთ მათზე სრული ინფორმაცია იპოვეთ თბილსის სკოლები რუკაზე, იხილეთ მათი ფოტოგალერეა და მიიღეთ ინფორმაცია. სად ვიპოვოთ თბილისის საუკეთედო ვებ სტუდიები? ტანსაცმლის მაღაზიები თბილისში, გაიგეთ ფასდაკლებების და აქციების შესახებ. იპოვეთ საუკეთესო მაღაზიები შოპინგისთვის თბილისის რუკაზე. ღამის კლუბები თბილისში თბილისის თეატრები The best site about tbilisi. The business map of Georgia, events calendar, information about sales and suggestions from georgian companies. Find restaurants, schools, shops, hotels on the map of Tbilisi,Georgia. Restaurants in Tbilisi, find the best georgian food places and get information about them. Find best schools on the map of Georgia,Tbilisi.
ფარმაციის კურსები ნეოფარმის, ჯიპისის და ავერსი-ს აფთიაქებში სტაჟირებით მთელი საქართველოს მაშტაბით.

საბანკო საქმე სტაჟირებით

ტრენინგ ცენტრი "NB " გიწვევთ საბანკო საქმის ტრენინგ კურსებზე.

1. საბანკო საქმე სტაჟირებით ტაოპრივატბანკში

აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბანკის ფრონტ ოფისის მუშაობის სპეციფიკას, საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებებში დასაქმებულთა აუცილებელი უნარ-ჩვევების, მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების, შეფერხების მოგვარების სტანდარტების განხილვას.

კურსი მიზნად ისახავს, გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აგრეთვე, ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც ეხმარება მსმენელს რიგი უნარ-ჩვევების მიღებაში, რაც სავალდებულოა ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად.

პროგრამა მოიცავს:
• ბანკის დაარსების პროცედურა, ბანკების სამართლებრივი რეგულირება, კანონმდებოლობა, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას.
• ცენტრალური ბანკი, ცენტრალური ბანკის ძირითადი ფუნქციები,
• ცენტრალური ბანკის პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები;
• კომერციული ბანკი: კომრციული ბანკების ძირითადი ფუნქციები, სახეობები.
• კომერციული ბანკების სამართებლივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქურა.
• ბანკის მომხმარებლები: იურიდიული და ფიზიკური პირები.
• საბანკო პროდუქტები, ანაბრები …
• პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების ლოკალური და საერთაშორისო სისტემები;
• საბანკო მომსახურეობა: საკრედიტო და საოპერაციო მომსახურეობა;
• იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები,
• სადეპოზიტო და საკასო მომსახურეობა.
• კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება.
• ბანკების მმართველობა, მენეჯმენტი. შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისა და გამოყენების წესი
• საბანკო მარკეტინგი.
• კომერციული ბანკის შეფასების ძირითადი კრიტერუმები;
• ბანკის ბალანსი: აქტივები, პასივები, ბალანსის ანალიზი და კოეფიციენტები.
• საქართველოში მოქმედი ბანკების ფინასნური ანგარიშგების ანალიზი.
• ბანკების შემოწმების ერთიანი სარეიტინგო სისტემა.
• ბანკის ლიკვიდურობა
• საბანკო აუდიტის საფუძვლები; საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები;
• აუდიტის დაგეგმვის ზოგადი პრინციპები;
• საერთაშორისო ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფორმები;
• მსმენელთა კითხვა– პასუხი; პრაქტიკული სამუშაოები;
• მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.


კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. ლექციები მიმდინარეობს კვირაში სამჯერ.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას პრივატბანკის საოპერაციო განყოფილებაში. წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების შანსი.


კურსის ღირებულება - 150 ლარი; პირველი ლექციის პრეზენტაცია უფასოა

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, სტაჟირების ცნობას ბანკიდან და სარეკომენდაციო წერილს.

მსმენელები სტაჟირებისას შეისწავლიან ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას (სრული დატვირთვით დილის 11 სთ-დან 18 სთ-მდე).

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.


მისამართი: მეტრო „თავისუფლების მოედანი“. სულხან საბას ქ.1/5
ტელეფონები: 272- 87 -87; 214-66-43; 593 73 70 43
ელფოსტა: birchadze14@rambler.ru
ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge

უკან გადასვლა | გვერდის ამობეჭდვა

ok

TOP.GE BOOM.GE